ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტი ქეთი ფრუიძე დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს. ადვოკატი აცხადებს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები არ კრძალავს დასაქმებულებისთვის ერთზე მეტ დამსაქმებელთან შრომით ურთიერთობას და ცვლილებები მხოლოდ სამუშაო საათების რაოდენობასა და დეკრეტულ შვებულებას არეგულირებს.
EMC -ში განმარტავენ, რომ ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, ზეგანაკვეთური და სამუშაოს საათები არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 48 საათს. დეკრეტული შვებულების განმავლობაში დასაქმებული სახელმწიფოსგან მიიღებს მისი ხელფასის მინიმუმ 80 პროცენტს ყოველთვიურად (ანაზღაურებადი პერიოდი შეადგენს დაახლოებით 6 თვეს) და არა ერთჯერადად 1000 ლარს.
ცვლილებების მიღებას კანონმდებლები საშემოდგომო სესიაზე გეგმავენ.