18 ნოემბერი 2024,   01:33
ვრცლად
ბუდაპეშტი-კანდელაკის ქუჩებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების განახლებული სქემა ამოქმედდება

ბუდაპეშტი-კანდელაკის ქუჩების კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა. დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან, ერთად გაეცნო.

რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები. მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა და გაზის მილები, განახლდა სანიაღვრე ქსელი.

კანდელაკის ქუჩაზე მოეწყო ტროტუარები და ბორდიურები, დაიგო გზის საფარი, შეიცვალა გარე განათების ბოძები და დამონტაჟდა LED  სანათები.

ამისთვის ბიუჯეტიდან 1 410 000 ლარი დაიხარჯა.

განახლებულ ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის განახლებული სქემაც ამოქმედდება.

კანდელაკის ქუჩაზე კერძო ტრანსპორტი როგორც აქამდე, ახლაც ცალმხრივად, ჟვანიას მოედნიდან ნუცუბიძის ქუჩის მიმართულებით, იმოძრავებს, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტი - ორივე მიმართულებით. ნუცუბიძის ქუჩიდან ჟვანიას მოედნისკენ ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის ავტობუსის ზოლი დაიხაზება.

დღის ამბები