პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით, ხელმოწერებს ხვალ ქუთაისში შეაგროვებენ. აქცია 11 საათიდან დაიწყება.
მალხაზ მაჩალიკაშვილი ჯამში 100 000 ხემოწერის შეგროვებას გეგმავს. ხელმოწერების შეგროვების აქცია თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა ზუგდიდსა და ბათუმში უკვე გამართეს.