15 სექტემბერი 2026,   02:32
ვრცლად
საგზაო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით ქუთაისში აქცია გაიმართა

განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით ქუთაისში პირველი საჯარო სკოლის მიმდებარედ ქვეითებს და მძღოლებს სერთიფიკატები და სპეციალური სტიკერები დაურიგეს. ღონისძიების პარტნიორია "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის".

"საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" თავმჯდომარის ეკა ლალიაშვილის თქმით,  საქართველო წელს პირველად უერთდება პროექტს "ევროპის დღე საგზაო მსხვერპლის გარეშე, რომლის მიზანია, საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ცნობიერების ამაღლებით, საგზაო შემთხვევების მსხვერპლთა რიცხვის შემცირება. კამპანია 2016 წელს იღებს სათავეს და მასში ყოველწლიურად ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა მონაწილეობს.

ქუთაისში აქციას თვითმმართველობის  და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები შეუერთდნენ. ქალაქის მერის გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, მნიშვნელოვანია მოქალაქეების ცნობიერების ამაღლება და მერია მსგავს პროექტებში აქტიურად ჩაერთვება.

დღის ამბები