ტყიბულში პროტესტი გრძელდება. უკვე მესამე დღეა მეშახტეები 300- მეტრის სიღრმეში შიმშილობას აგრძელებენ. პარალელური აქციის გამართვა ტყიბულის მერიის შენობასთან იგეგმება, სადაც ადგილობრივებმა და საქნახშირის თანამშრომლებმა შეკრება უკვე დაიწყეს. მათი მოთხოვნაა, ტყიბულში ეკონომიკის მინისტრი ჩავიდეს და არსებულ ვითარებას პირადად გაეცნოს.