19 აპრილი 2024,   19:38
ვრცლად
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენლები კახეთში ღვინის კომპანიას სტუმრობდნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში (FAO) მუდმივ წარმომადგენელთა დელეგაციის წევრები კახეთში რთველის პროცესს გაეცნენ.

სტუმრებს "თელავის ღვინის მარანმა" უმასპინძლა. კომპანიის დამფუძნებელმა ზურაბ რამაზაშვილმა FAO-ს წარმოადგენლებს გადამუშავების სრული ციკლი გააცნო - ყურძნის საწარმოში შემოსვლიდან ბოთლში ჩასხმამდე.

ხატია წილოსანის განცხადებით, დელეგაციის შემადგენლობაში რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლები შედიან, რომლებიც რთველთან დაკავშირებული საქმიანობით დაინტერესდნენ და ღვინის საწარმოში სტუმრობა გადაწყვიტეს.

დელეგაციაში FAO-ს წარმომადგენელი საქართველოში რაიმუნდ იელე და FAO-ში ევროკავშირის, აშშ-ის, ბრაზილიის, ერითრეას, ნიგერიის, ბანგლადეშის და საუდის არაბეთის მუდმივი წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

როგორც რაიმუნდ იელემ აღნიშნა, ქართული ღვინოები, განსაკუთრებით ქვევრის ღვინოები,  მრავალფეროვნებითა და მაღალი ხარისხით გამოირჩევა.

დღის ამბები