25 აპრილი 2024,   17:45
ვრცლად
სტიქია ქუთაისში - მოსახლეობა ხელისუფლებას უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს

ქუთაისში სტიქიის შედეგებს ამ დრომდე ებრძვიან. დატბორილია ეზოები, სახლები, საავადმყოფოები. ზარალის ზუსტ ოდენობას სპეციალური კომისია ითვლის.

მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს და აღნიშნავენ, რომ საკანალიზაციო სისტემის შეცვლას წლებია ითხოვს, მაგრამ უშედეგოდ.

"ეს სულ ასე მოხდება, არასწორად არის დაგეგმარებული ქალაქის სანიაღვრე სისტემა მთელი ქალაქის მასშტაბით და ეს გამოწვეულია არასპეციალისტების დანიშვნით. მე გამოვიძახე სამაშველო, მოვიდა დაგვიანებთ,"- ამბობს ქუთაისის მცხოვრები ლიზა დიაკვნიშვილი.

"გუშინ იყო საშინელი მდგომარეობა, დაზიანებით არაფერი დაგვზიანებია, რადგან სახლში ვიყავით და საქონელს ჩვენ მივხედეთ. მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როდესაც დიდი ზარალი მივიღეთ და არავინ არ გვინაზღაურებს არაფერს," - უთხრა "კურიერს" მანანა ტუკვაძემ.

ქუთაისის მერიის სერვისების სამსახურში აცხადებენ, რომ ქალაქში სანიაღვრე სისტემის გაწმენდა ყოველდღიურად ხდება. 

"სანიაღვრე სისტემის გაწმენდას ჩვენი სამსახური ინტენსიურად ახორციელებს, თუმცა ასეთი მოცულობის ნალექს არსებული მილების დიამეტრი ვერ მიიღებს, რის გამოც მივიღეთ სტიქია," - განაცხადა "კურიერთან"  ქუთაისის მერიის სერვისების სამსახურის ხელმძღვანელმა კოტე ჯავახაძემ.

 

დღის ამბები