19 აპრილი 2024,   14:39
ვრცლად
ქობულეთში გზის 5 კილომეტრიანი მონაკვეთი 3 წელია რემონტდება

აჭარაში გზის ერთსა და იმავე მონაკვეთზე  ტენდერი ორჯერ ჩატარდა. დაიხარჯა  ორი მილიონი ლარი, თუმცა დაწყებული და დაუსრულებელი სამუშაოების გამო მოსახლეობა ისევ გზის გარეშეა დარჩენილი. 

ქობულეთში გზის 5 კილომეტრიანი მონაკვეთი 3 წელია რემონტდება. ქაღალდზე სამუშაო შესრულებულია, მაგრამ ადგილზე რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა. გადათხრილი და დაზიანებულია ასფალტის საფარი.

ცნობილია აუდიტის სამსახურის დასკვნაც: შესრულებული სამუშაო მოთხოვნებს არ შეესაბამება. მაკონტროლებელმა ორგანომ ასევე დაადგინა, რომ არ ჩანს, სად წავიდა ასი ათასობით ლარი. ოპოზიცია კორუფციულ დანაშაულზე საუბრობს და დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებამ საბიუჯეტო სახსრები გაფლანგა. 

 

შოთა ფალავანდიშვილი

დღის ამბები