26 აპრილი 2024,   14:26
ვრცლად
ავარია ხობში მსხვერპლით დასრულდა

ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ორი მძიმედ დაშავდა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ქვალონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.

"კურიერის" ინფორმაციით, ერთმანეთს "მერსედესის" და "მიცუბიშის" მარკის ავტომანქანები შეეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა გადაჭარბებულმა სიჩქარემ გამოიწვია. 

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

როგორც "კურიერს" შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დღის ამბები