17 მაისი 2022,   10:43
ვრცლად
"ბორჯღალოსნებმა" იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ბორჯღალოსნებმა ურუგვაის ნაკრებს 5 ლელო დაუდეს და მეტოქე 33-7 დაამარცხეს. ეს არის პირველი შემთხვა მსოფლიო თასზე, როდესაც ერთ თამაშში "ბორჯღალოსნებმა" ოთხზე მეტი ლელო გაიტანეს.

გზავნილი, რომელიც მსოფლიოს ბორჯღალოსნებმა კიდევ ერთხელ გაუგზავნეს. საქართველო-ურუგვაის მატჩის დასრულებისთანავე სტადიონზე ჩაირთო რუსული მუსიკა, რაც, რასაკვირველია, ქართველმა მორაგბეებმა მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე გააპროტეტსტეს.

რაც შეეხება სარაგბო დაპირისპირებას, ბორჯღალოსნებმა პირველი გამარჯვება იზეიმეს. მნიშვნელოვანია რომ ქართველებმა მეტოქე პრემიელური ქულით დაამარცხეს და ამასთან ერთად, პირველად, მსოფლიოს ჩემპიონატზე, ოთხზე მეტი ლელო დააფიქსირეს.

შეხვედრა საქართველოს ეროვნული ნაკრების სრული სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა. მე-8 წუთზე სანდრო თოდუამ "ბორჯღალოსანთა" რიგებში თავისი მე-12 ლელო დადო.
28-ე წუთზე საქართველოს შეტევას ურუგვაელთა ჯარიმა მოჰყვა. "ბორჯღალოსნებმა" შერიკინება აირჩიეს და შერიკენებას 30-ე წუთზე ოთარ გიორგაძის ლელო მოჰყვა. საბოლოოდ პირველი ტაიმი 12-7 დასრულდა.

მეორე ტაიმში თამაშის სცენარი არ შეცვლილა. ქართველები კვლავ დომინირებდნენ. შედეგად, ლევან ჩილაჩავამ კიდევ ერთი ლელო დააფიქსირა.
52-ე წუთზე საქართველოს ნაკრების ხანგრძლივი შეტევა საქართველოს ნაკრების კაპიტნის, ჯაბა ბრეგვაძის მიერ დადებული მე-4 და პრემიალური ქულის მომტანი ლელოთი დასრულდა. 58-ე წუთზე გიორგი კვესელაძემ
მეხუთედ აიღო სამხრეთ ამერიკელთა ჩათვლის ზონა. ეს პირველი შემთხვევაა მსოფლიო თასზე, როდესაც "ბორჯღალოსნებმა" ოთხზე მეტი ლელო დადეს. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ ოთარ გიორგაძე დასახელდა. ქართველ მორაგბეს ტრადიციული პრიზი მატჩის დასრულებისთანავე გადაეცა.

მესამე შეხვედრას იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე საქართველოს ეროვნული ნაკრები 3 ოქტომბერს გამართავს. ბორჯღალოსნები ოსაკაში ფიჯის დამარცხებას შეეცდებიან.

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი

დღის ამბები