22 სექტემბერი 2026,   08:39
ვრცლად
გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესია - ნიუ-იორკში მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ლიდერებს შორის სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა

"ნდობის აღდგენა და ტრანსფორმაციის მართვა" - ეს არის გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მთავარი დევიზი.

მაღალი დონის გენერალური დებატები ნიუ-იორკში ხვალ, 22 სექტემბერს იწყება. ამჯერად ლიდერების მიზანია: მსოფლიო კონფლიქტებისა და კრიზისების ფონზე დაამტკიცონ, რომ საერთაშორისო დიპლომატიას ჯერ კიდევ აქვს ძალა, რომ გადაჭრან გლობალური პრობლემები.

ომების შეჩერება და მშვიდობა, მომზადება მომავლის კრიზისებისადმი და გაეროს როლის დემონსტრირება, რომ მსოფლიოს უმსხვილესი საერთაშორისო ორგანიზაცია არ არის მხოლოდ სალაპარაკო კლუბი - ეს ანტონიო გუტიერეშის ბოლო სესიაა, რადგან მოქმედ გენერალურ მდივანს 31 დეკემბერს ეწურება ვადა და კენჭს მესამედ ვეღარ იყრის. ლიდერების უმეტესობა უკვე ჩასულია ნი-იორკში, მათ შორის არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

ირაკლი კობახიძე სიტყვით გაეროს ასამბლეაზე 24 სექტემბერს გამოდის, თუმცა ქართული დელეგაცია უკვე შეერთებულ შტატებშია.

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ანტონიო კოშტას ორგანიზებით ტარდება. დაგეგმილია სხვა მაღალი დონის პანელებიც. ასევე პირისპირ შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან. დიპლომატიური პროტოკოლით ზუსტი განრიგი ეტაპობრივად საჯაროვდება, მაგრამ წინასწარ ცნობილია, რომ ქართულ დელეგაციას მიიღებს გაეროს გენერალურ მდივანი. გაეროს ტრიბუნა კიდევ ერთი შესაძლებლობაა რომ მსოფლიომ იცოდეს საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევები და ასევე ეკონომიკური მიღწევები. ნიუ-იორკში უსაფრთხოების უმაღლესი დონეა გამოცხადებული, რადგან როგორ წესი, წელიწადის ამ დროის იქ 130 სახელმწიფოს ლიდერი ჩადის.

ეს ფაქტობრივად ერთადერთი პლატფორმაა, სადაც ერთ სივრცეში შეიძლება მოხვდნენ - მაგალითად: ირანის პრეზიდენტი და ისრაელის პრემიერი.

 

დღის ამბები