18 ნოემბერი 2024,   01:31
ვრცლად
ე.წ "ოცნების ქალაქი"-ს მოსახლეობა ისევ ქუჩაში გამოვიდა

ე.წ "ოცნების ქალაქი"-ს მოსახლეობა ისევ ქუჩაში გამოვიდა. მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ადგილობრივი ხელისუფლებისგან ითხოვენ, დაპირებული საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა 15 ოქტომბრამდე დაიწყოს.

ასევე ითხოვენ გარანტიის სახით ოფიციალურ დოკუმენტს, სადაც დადასტურებული იქნება, რომ მათ საცხოვრებელი ფართებით აუცილებლად დააკმაყოფილებენ. "ოცნების ქალაქის" მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას ვადას 15 ოქტომბრამდე აძლევს.

მოქალაქეების მოთხოვნას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე პასუხობს.

"ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება. ამისთვის არსებობს სრული ნება. იქნება როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, აგრეთვე ცენტრალური მთავრობის მხარდაჭერა, როგორც პოლიტიკური ასევე ფინანსური. წლევანდელ ბიუჯეტში ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს 3.845.000ლარი," - აღნიშნა ჯაბა ფუტკარაძემ.

დღის ამბები