18 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
ია კერზაიას საქმეში არსებულ დარღვევებს ბაჩანა შენგელია ბრიფინგზე გაასაჯაროებს

ზუგდიდის მე-6 სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას საქმის საგამოძიებო პროცესში არსებულ დარღვევებს, დღეს მისი შვილი, ბაჩანა შენგელია ადვოკატთან ერთად ბრიფინგზე გაასაჯაროებს.

შენგელიამ მასალები საქმის დახურვის შემდეგ საგამოძიებო უწყებიდან გამოითხოვა. მისი თქმით, დოკუმენტებით დასტურდება, რომ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი არ გამოკითხულა. კერზაიას შვილი ამტკიცებს, რომ გიორგი გახარიას საქმესთან დაკავშირებით ყველაზე მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონოდა.

საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით ინფორმაცია უკვე მიეწოდა სახალხო დამცველს.

დღის ამბები