06 ოქტომბერი 2024,   08:08
ვრცლად
ნაირა ოტიაშვილმა დაკისრებული გირაო სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა

ცრუ დასმენაში ბრალდებულმა ადვოკატმა ნაირა ოტიაშვილმა, დაკისრებული გირაო სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ადვოკატი მის წინააღმდეგ დაწყებულ სამართლებრივ დევნას უკანონოდ მიიჩნევს და ყველაფერს თავის საქმიანობას უკავშირებს. ნაირა ოტიაშვილი, კიდევ ორ ბრლადებულთან ერთად მოსამართლის განჩინების საფუძვლეზე დააკავეს.

"მიმაჩნია, რომ ეს დაკავება უკანონოა და ყველა ინსტაციაში გავასაჩივრებ. მიმაჩნია, რომ ადვოკატების მიმართ ასეთი დამოკიდებულება არის სრულიად დაუშვებელი ცივილიზებულ ქვეყანაში. მე მაქვს საქმეები ევროსასამართლოში და ამიკრძალეს ქვეყნის დატოვება, მიმაჩნია, რომ ეს პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან,"  - განაცხადა ნაირა ოტიაშვილმა.

 

 

დღის ამბები