19 აპრილი 2024,   19:21
ვრცლად
ყალბი გზავნილები საქართველოს ფოსტის სახელით და საბანკო ანგარიშიდან გამქრალი თანხები

ყალბი გზავნილები საქართველოს ფოსტის სახელით და საბანკო ანგარიშიდან გამქრალი თანხები - თაღლითურ სქემას უამრავი დაზარალებული ჰყავს. ცრუ გათამაშების შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა. საქართველოს ფოსტის სახელით შეტყობინება უამრავმა ადამიანმა მიიღო. მოქალაქეს ადრესატისთვის პირადი მონაცემების მიწერის სანაცვლოდ საჩუქრად ძვირადღირებულ ტელეფონს ჰპირდებოდნენ. მონაცემების გადაგზავნის შემდეგ კი ანგარიშებიდან თანხები ქრებოდა.

საქართველოს ფოსტაში მომხდარს არ უარყოფენ. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ორგანიზაციის ცხელ ხაზზე არაერთი დაზარალებულის ზარი შევიდა.

ფოსტის სახელით კიბერთაღლითობის გარდა, მოქალაქეების გარკვეულ ნაწილს პრობლემები შეექმნა ჰაკერების მიერ კარგად შემუშავებული სქემით, რომლის საშუალებითაც თანხა აზარტული თამაშების ერთ-ერთ კომპანიაში გადაირიცხა.

კიბერდანაშუალის ფაქტზე მოკვლევა უკვე დაიწყეს სამართალდამცავებმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს.

დღის ამბები