11 ოქტომბერი 2024,   22:35
ვრცლად
"თემირლანს ვერავინ დამიბრუნებს, მაგრამ დამნაშავეებს ადრე თუ გვიან, დავსჯი" - მალხაზ მაჩალიკაშვილი

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის მალხაზ მაჩალიკაშვილს 100 000 ხელმოწერა სჭირდება. მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ აუცილებლად დასჯის ყველას, ვისაც თემირლან მაჩალიკაშვილის სიკვდილში წვლილი მიუძღვის.  

"დღევანდელ ხელისუფლებას მარტო თავიანთი შვილების და ოჯახების ინტერესი აქვთ. დანარჩენი ქვეყანა ფეხებზე დაიკიდეს და 100%-ით ნავსი აქვთ არეული, ვინ, სად და როგორ იქცევა, თვითონაც აზრზე არ არიან. მე თემირლანს კაციშვილი არ დამიბრუნებს, მაგრამ ყველა იმ ადამიანს დავსჯი, ეს დღეს იქნება თუ ხვალ, ყველას დავსჯი,"- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. 

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თემირლან მაჩალიკაშვილს და პანკისის ხეობაში მცხოვრებ კიდევ რამდენიმე პირს საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული ახმედ ჩატაევის და მისი ჯგუფის დახმარებაში ადანაშაულებდა, თუმცა დაჭრილი მაჩალიკაშვილი 2018 წლის 10 იანვარს ისე გარდაიცვალა, მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ.

დანარჩენი პირები დააკავეს. სასამართლომ ისინი დამნაშავეებად სცნო და პატიმრობა მიუსაჯა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები