დავით მუმლაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, დაკავებულთა ადვოკატები მოსამართლის გუშინდელ გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ.
უფლებადამცველების მტკიცებით, საქმეში ბრალდებულების ჩვენებების გარდა მტკიცებულებები არ არსებობს.
რუსთავში, 35 წლის დავით მუმლაძის, იგივე ზურა დადეშელის მკვლელობის საქმეზე 5 პირია ბრალდებული - მათ შორის პოლიციის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები და მისი მეგობარი.
ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით გუშინ პატიმრობა შეეფარდა.