18 ნოემბერი 2024,   21:22
ვრცლად
მელია მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა

ნიკა მელიას დღეს მისივე სასამართლო პროცესი დაატოვებინეს. შელაპარაკება "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერსა და მოსამართლეს შორის მოხდა. ხმაურისას სხდომა რამდენიმე წუთის განმავლობაში შეწყდა, თუმცა ამ დროისათვის ბრალდებულის გარეშე გრძელდება.

როგორც მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, აპირებს დაუბრუნდეს აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას.

"ძირითადად, რასაც ვაპირებ არის პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება, რომელსაც მოახერხა ხელისუფლებამ და უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში ჩამომაშორა. ვივლი და ამომრჩეველთან მჭიდრო ურთიერთობა მექნება. დავესწრები და გავმართავ სხვადასხვა შეხვედრებს ამომრჩეველთან. გადავადგილდები სხვადასხვა ტელევიზიებსა და ქალაქებში. დავიწყებ ძალიან აქტიურ ბრძოლას ივანიშვილის დამარცხებისთვის,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

ენმ-ს კიდევ ერთი ლიდერის ზაალ უდუმაშვილის თქმით კი, მოსამართლისგან სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას არ ელოდება.

"მოსამართლემ, რომელმაც ამ აბსურდულ საქმეზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნიკა მელიასთვის სამაჯური დაედო ხელზე, იმ მოსამართლისგან ჩვენ უნდა ველოდოთ ახლა, რომ რაიმე სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს?! ეს ხომ აბსურდია, ყველაფერი წავა ისე, როგორც გაწერილია,“ - განაცხადა უდუმაშვილმა.

ნიკა მელიას სასამართლოს შენობა არ დაუტოვებია და პროცესის დასრულებას უკვე დარბაზის გარეთ ელოდება.

დღის ამბები