15 სექტემბერი 2026,   09:05
ვრცლად
"სივრცედ ქმნილი ფერი"- ვახტანგ ბარდაველიძის ნამუშევრების გამოფენა თბილისში

ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გერმანიასა და აშშ-ში მოღვაწე ქართველი მხატვრის, ვახტანგ ბარდაველიძის ნამუშევრების გამოფენა - "სივრცედ ქმნილი ფერი" გაიხსნა.

გამოფენის გახსნას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრო.

"ვახტანგ ბარდაველიძეს ნამუშევრები ჩემთვის დიდი აღმოჩენაა და ვფიქრობ დიდი ნაწილი საზოგადოებისთვისაც. ნიშანდობლივია, რომ ცოლ-შვილი დაბრუნდა საქართველოში და დააბრუნეს ეს ნახატებიც ჩვენს ქვეყანაში,"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. 

2016 წლამდე გერმანიასა და სხვა ევროპულ ქვეყნებში ვახტანგ ბარდაველიძის  მრავალი გამოფენა გაიმართა, რომლებსაც გამოხმაურება მოჰყვა გერმანულ და ამერიკულ სამხატვრო წრეებში. მისი ნახატები მრავალი კერძო კოლექციის საკუთრებად იქცა. ბარდაველიძის ტილოები მსოფლიოს მრავალ კუთხეში ინახება, მათ შორის მალიორკა, მონაკო, სენ-ტროპე, ციურიხი, გშტაადი, მიუნხენი, პალმ-სპრინგსი და თბილისი.

50-მდე ნამუშევრის ნახვა, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში პირველად გამოიფინა, 18 ოქტომბრამდეა შესაძლებელი.

დღის ამბები