ესპანეთის ლა ლიგის მთავარი დაპირისპირება, ელ კლასიკო, რომელსაც უამრავი გულშემატკივარი ყოველთვის მოუთმენლად ელოდება 26 ოქტომბერს აღარ გაიმართება. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო საშეჯიბრო კომიტეტმა და 26 ოქტომბრის ნაცვლად ბარსელონა-რეალის დაპირისპირება სავარაუდოდ 7 დეკემბერს შედგება.
თამაშის გადადების საკითხი აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც კატალონიაში საპროტესტო აქციები დაიწყო. პროტესტი უკავშირდება რეგიონის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა მოძრაობის რამდენიმე ლიდერის დაკავებას. 26 ოქტომბერს დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნით ბარსელონაში დიდი დემონსტრაცია იგეგმება.