15 სექტემბერი 2026,   01:38
ვრცლად
ჟურნალისტი გიორგი გაბუნია დღეს გენერალურ პროკურატურაშია დაბარებული

ჟურნალისტი გიორგი გაბუნია დღეს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული. უწყების ინფორმაციით, გაბუნიას დაბარება სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას უკავშირდება.

ტელეკომპანია "მთავარის" ჟურნალისტი საგამოძიებო უწყებაში 12:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.

დღის ამბები