18 ნოემბერი 2024,   03:42
ვრცლად
"წუხელ ვერ დაამთავრა დიდოსტატის მარჯვენის წაკითხვა და ვერ მოიცალა ჩემი შუამდგომლობისთვის" - მიხეილ კალანდიას ადვოკატი 

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. დღეს ხუთი მოწმე დაიკითხება, მხარეები  გამოიკვლევენ მტკიცებულებებს.

ადვოკატი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე სხდომების გასაჯაროებას ითხოვს. მან ამ მოთხოვნით გენერალურ პროკურორს უკვე მიმართა.

"მივიღე საქმეზე ზედამხედველი პროკურორისგან პასუხი იმის თაობაზე, რომ ჩემი შუამდგომლობა ჯერ კიდევ არ არის განხილული გენერალური პროკურორის მიერ. ვფიქრობ, მან წუხელ ვერ დაამთავრა დიდოსტატის მარჯვენის წაკითხვა და ვერ მოიცალა ჩემი შუამდგომლობისთვის სხდომის გასაჯაროებასთან დაკავშირებით“ - აცხადებს ადვოკატი ზურაბ თოდუა.

დაკავებულ მიხეილ კალანდიას, ხორავას ქუჩაზე, დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ ჯგუფურად მკვლელობას ედავებიან. 

 

დღის ამბები