შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ინიციატივა, რომელმაც ქალებზე ძალადობის ფაქტები უნდა შეამციროს - სიახლის წარდგენა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.
ინიციატივა ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ ელექტრონულ ზედამხედველობას გულისხმობს. სიახლის მიხედვით, ძალადობის განმეორების რეალური საფრთხის შემთხვევაში, პოლიციას უფლება ექნება მოძალადის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობა დააწესოს.
ოპოზიცია კანონპრეოქტის მხარდაჭერას აპირებს, თუმცა, აქვს გარკვეული რეკომენდაციებიც.