26 დეკემბერი 2024,   23:27
ვრცლად
თელავში სათამაშოების მაღაზია იწვის - ზარალი სავარაუდოდ ნახევარ მილიონს აჭარბებს

თელავში სათამაშოების მაღაზია იწვის. "კურიერის" ინფორმაცით, ცეცხლი შენობის სარდაფში გაჩნდა. დამწვარია დასაწყობებული ავეჯი და საბავშვო ტექნიკის ნაწილი.

მაღაზიის მეპატრონის, გელა ბეზარაშვილის თქმით, წინასწარი ინფორმაციით, ხანძრისგან მიყენებული ზარალი 500 ათას ლარს აჭარბებს.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. რა გახდა აალების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია. 

 

დღის ამბები