19 აპრილი 2024,   12:41
ვრცლად
ჭალადიდში ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა

სოფელ ჭალადიდთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

წინასწარი ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

"კურიერის" ინფორმაციით, დაშავებულია შუახნის მამკაცი. ამ წუთებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური  დაშავებულის მანქანიდან გადმოყვანას ცდილობს.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფი და პოლიცია.  

დღის ამბები