15 სექტემბერი 2026,   01:38
ვრცლად
ჭყონდიდის ეპარქიაში იურისტები და ეკონომისტები ჩავლენ - მეუფე პეტრე ეპარქიას დღეს დატოვებს

ჭყონდიდის ეპარქიაში დღეს იურისტებსა და ეკონომისტებს ელოდებიან.  სამუშაო ჯგუფმა აღწერა უნდა ჩაატაროს და გაარკვიოს, რა უძრავ-მოძრავ ქონებას ტოვებს მეუფე პეტრე.

აღწერის პროცედურის დასრულების შემდეგ უკვე ყოფილი ჭყონდიდის მიტროპოლიტი ეპარქიას დატოვებს. თუმცა პატრიარქის მეორე მოთხოვნის შესრულებას, შიომღვიმის მონასტერში გამწესებასთან დაკავშირებით არ აპირებს და მარტვილიდან თბილისში ჩამოსვლას გეგმავს.

მეუფე პეტრე ეპარქიას 13 წლის განმავლობაში მმართველობდა.

დღის ამბები