ბათუმში საპროტესტო აქცია განახლდა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მთავრობის სახლის პიკეტირებას გეგმავდნენ, თუმცა უწყების თანამშრომლები ადგილზე ამ დრომდე არ გამოჩენილან, დემონსტრანტების ვარაუდით, ისინი ალტერნატიული შესასვლელით სარგებლობენ.
"აქცია გაგრძელდება, იგეგმება აქციები სხვა უწყებებთანაც, ასევე მუნიციპალიტეტებშიც და ეს გაგრძელდება მანამდე, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება,"- განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი რეზო ხარაზმა.
ბთუმში, მთავრობის სახლის წინ გაშლილია ორი კარავი, აქციის მონაწილეთა ნაწილი მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდა. ისინი სოლიდარობას უცხადებენ დედაქალაქში მიმდინარე აქციის მონაწილეებს.