"რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს სამოქალაქო მოძრაობის" თავმჯდომარე ეხმაურება და ახალ სამოქმედო სტრატეგიაზე საუბრობს.
ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას მოქალაქეები მომავალში უფრო მძაფრ წინააღმდეგობას გაუწევენ. მისივე განმარტებით, დაგეგმილია მაჟორიტარი დეპუტატების საქმიანობის მამხილებელი კამპანია, რომლის ფარგლებშიც, მოსახლეობის ინფორმირებას რეგიონებიდან დაიწყებენ.
"დღეიდან ჩვენ ვიწყებთ რეგიონებში გასვლას და მაჟორიტარი ფეოდალების მხილების კამპანიას. ჩვენ ვამხელთ მათ ბიზნესს, მათ კორუფციას, მათ უკანონობას კონკრეტულ რაიონებზე. მხილების შემდეგ დარწმუნებული ვარ, რომ არათუ რუსთაველის გავსება იქნება პრობლემა, არამედ სულ რამდენიმე წუთი დარჩება "ქართულ ოცნებას" ხელისუფლებაში დარჩენის! ჩვენ ვაპირებთ კიდევ უფრო მძაფრი წინააღმდეგობის გაწევას იმისთვის, რომ მოვიპოვოთ პატიოსანი, ანუ პროპორციული წესით ჩატარებული ვადამდელი არჩევნები. ვხედავთ, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის გაუგებარია, თუ რა მასშტაბის პრობლემას ქმნის მაჟორიტარებისა და შერეული სისტემის არსებობა ქვეყნისათვის, როგორ მიჰყავს ამ სისტემას უკან ქვეყანა და როგორ არ აძლევს წინსვლისა და განვითარების საშუალებას. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვიწყებთ რეგიონებში გასვლას. ჩვენ ერთიანი ოპოზიციური ბრძოლიდან არ გავდივართ და ვრჩებით ამ ერთობლივ ფრონტზე და ეს იქნები ჩვენი ბრძოლის კომპონენტი ამ საერთო საქმეში", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.