ქრთამის აღების ფაქტზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერი დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ რეინჯერმა საქართველოს მოქალაქისგან ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიიდან 500 ტომარა მიწის ნაყოფიერი ფენის უკანონოდ მოპოვების სანაცვლოდ, 3500 ლარის ქრთამი აიღო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338 მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.