მცხეთის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ამ წუთებში მოწმეებს კითხავენ.
"გაბედეს" აქტივისტები რამდენიმე დღის წინ მცხეთაში გამართული აქციისას დააკავეს და ხელწერილით გაათავისუფლეს.
"გაკოტრებული დიქტატორი ბიძინა ივანიშვილი არის საკუთარი შვილების თაყვანისმცემელი და ჩვენი შვილების მტერი, მათი მომავლის დამანგრეველი. ახლა უკვე, ის გადავიდა მამების გამო შვილებისადმი ანგარიშსწორებისა და შურისძიებაზე. მას არ ესმის სამშობლოს გრძნობა, არ იცის, რომ მე ჩემს ოჯახთან ერთად საქართველოზე ვარ შეფიცული და შეუძლებელია ჩვენი, სხვა მებრძოლი ოჯახების და მთლიანად ახალგაზრდობის გაჩერება. რაც უფრო მეტი ფაქტი დაფიქსირდება ასეთი სამარცხვინო რეპრესიის, მით მალე დაემხობა ეს სამარცხვინო სისტემა,"- განაცხადა საქართველოს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა.
"დაკავებულების მიმართ არანაირი მტკიცებულებები არ არის. მტკიცებეულებები აქვთ ამ ბიჭებს, რომლებიც ნაცემები, შეურაცხყოფილები არიან, რომ წაქცეულებს ურტყამდნენ. არ მგონია, რომ არარსებული მტკიცებულებების ფონზე, თუნდაც ჯარიმა დააკისროს მოსამართლემ,"- განუცხადა "კურიერს" პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა.
მცხეთის სასამართლოში პროცესი ამ დრომდე გრძელდება, ჯერჯერობით უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს მიოსამართლე "გაბედეს" წევრების მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით.