ორმაგი სტანდარტი თუ სიტყვის თავისუფლებაზე ზეწოლა - ფინანსთა სამინისტროს მიერ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის, "TV - პირველი"-სა და "კავკასია"-ზე, დადებულ ინკასოს პოლიტიკოსები საფრთხედ აფასებენ. ოპოზიციის განცხადებით, მმართველ გუნდს ტელევიზიებთან დაკავშირებით ორმაგი სტანდარტი აქვს.
"რუსეთში არაერთხელ გვინახავს, როდესაც კრიტიკულ ტელევიზიებს სხვადასხვა გზით აჩუმებენ. ამ საკითხზე არაერთხელ გვქონია საუბარი აშშ-სთან, მათ კარგად ესმით თუ როგორ მიდის ჩვენს ქვეყანაში მედიაზე ზეწოლა," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ.