25 აპრილი 2024,   05:20
ვრცლად
ცოტნე გამსახურდიას საქმის ახალი დეტალები - "კურიერი" იმ მოწმეს ესაუბრა, ვის სახლშიც დაპირისპირება დაიწყო

ცოტნე გამსახურდიას საქმეზე ახალი დეტალები იკვეთება. "კურიერი" იმ მოწმეს ესაუბრა, ვინც ინციდენტს შეესწრო და ვის სახლშიც დაპირისპირება დაიწყო. მოწმის თქმით, შელაპარაკება არ იყო იმდენად მწვავე, რომ მას ასეთი სისხლიანი გარჩევა მოჰყოლოდა.

"არაფერი ზედმეტი არ ყოფილა, ამ მხარეებს ერთმანეთისთვის საჩხუბარი არაფერი უთქვამთ, იყო მხოლოდ მცირე სიტყვიერი დაპირისპირება, მაგრამ არაფერი ისეთი, რომ ამხელა ამბავში გადაზრდილიყო, ცოტნე ისევ თავის საქმეს აკეთებდა," - ჰყვება გამსახურდიას საქმის მოწმე, ვის სახლშიც დაპირისპირება დაიწყო. 

ექიმების თქმით, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა. 

"ხვალ დაგეგმილია ერთ-ერთი რადიოლოგიური კვლევა, რომელმაც შესაძლოა უფრო მეტი ინფორმაცია მოგვცეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ," - აღნიშნა ცოტნე გამსახურდიას ექიმმა, რეანიმატოლოგმა ზურაბ გურულმა. 

შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს, საკუთარ სახლთან, ცივი იარაღით დაჭრეს. საქმეზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში 2 პირია მიცემული, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი 3 პირი.  

 

დღის ამბები