18 ნოემბერი 2024,   15:39
ვრცლად
"ნაციონალურმა მოძრაობამ" აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს მეხუთე კანდიდატი დაასახელა

"ნაციონალურმა მოძრაობამ" აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს მეხუთე კანდიდატი დაასახელა.

ოპოზიციური პარტია მხარდაჭერას გია ქარცივაძეს უცხადებს. უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა გია აბულაძემ განაცხადა, რომ სამივე კანდიდატი მაღალკვალიფიციურია და გაუჭირდათ არჩევანის გაკეთება, თუმცა, გია ქარცივაძეს მხარი დაუჭირეს იმ მოტივით, რომ ის პროფესიით იურისტია, საქმიანობს მაუწყებელში საკადრო ბაზის განვითარების მიმართულებით და შეძლებს თანამშრომელთა ინტერესების დაცვას.

მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრის ვაკანტურ ადგილზე კომისიამ სამი კანდიდატი - ლაშა ზარგინავა, გია ქარცივაძე და ირმა ზოიძე შეარჩია. მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოში ამჟამად 4 წევრია,აჭარის უმაღლესმა საბჭომ კი მეხუთე წევრი უნდა დაამტკიცოს.

უმაღლეს საბჭოს "ნაციონალური მოძრაობა" გია ქარცივაძის კანდიდატურაზე დღესვე აცნობებს.

აღსანიშნავია, რომ პირველი კონკურსის დროს, "ნაციონალურმა მოძრაობამ" საკუთარ კვოტაზე უარი თქვა, რის გამოც კონკურსი მეორედ გამოცხადდა.

დღის ამბები