18 ნოემბერი 2024,   08:27
ვრცლად
"ფაქტობრივად მეორე პირია კარდინალი, რომელიც ჩამოვიდა, ამიტომ მანაც დიდი როლი შეასრულა" - მეუფე ნიკოლოზი გაფრინდაშვილზე

ქართველი ექიმის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებას ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი გამოეხმაურა.  მისი თქმით, საქართველოში კარდინალის ვიზიტმაც გარკვეული წვლილი შეიტანა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხში.

"ფაქტობრივად მეორე პირია კარდინალი, რომელიც ჩამოვიდა, ამიტომ ამანაც დიდი როლი შეასრულა, ჩვენ მათაც მივმართეთ თხოვნით და ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერმა გარკვეული წვლილი შეიტანა ექიმის გათავისუფლების საკითხში. რომის საყდარი დათანხმდა, რომ ამ საქმეში ჩარეულიყო, შესაძლოა ისინი ცხინვალშიც ჩასულიყვნენ, რადგან შეუზღუდავი გადაადგილების უფლება აქვთ," - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

დღის ამბები