22 დეკემბერი 2024,   10:30
ვრცლად
"კურიერის" დასრულებისთანავე "დიდი სცენის" პირველი ლაივკონცერტი დაიწყება

ზუსტად ნახევარი საათი რჩება "დიდი სცენის" დაწყებამდე. ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მეგაშოუს 10 კონკურსანტი დღეს მაყურებლის წინაშე პირდაპირ ეთერში წარდგება. მუსიკალური შოუ "რუსთავი2-ის" ეთერში "კურიერის" დასრულებისთანავე დაიწყება. 

"ვცდილობთ, ავცდეთ იმ სტანდარტულ შოუებს, რომელიც აქამდე გვინახავს. ჩვენ გვინდა, უფრო მუსიკალურები და ბუნებრივები ვიყოთ. მაყურებელი ნახავს კონკურსანტებს, რომლებიც მართლა პირველად დგანან ამხელა სცენაზე, რომლებიც საოცრად მღერიან. 

ალბათ, მხოლოდ ჩემი სიტყვები არაფერს ნიშნავს. მაყურებელი 10 საათზე ჩართავს "რუსთავი2-ს" და სახლიც ფეხზე ადგება და ისე დაუკრავს ტაშს, თითქმის ყველა მონაწილეს,"- აცხადებს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის მთავარი რეჟისორი ნიკა ლომიძე.

დღის ამბები