შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ალილოს მსვლელობა ოზურგეთშიც გაიმართა.
ალილოს მონაწილეებმა ქალაქის ცენტრალური ქუჩები მოიარეს, შესრულდა საშობაო საგალობლები.
მსვლელობას შემოქმედელი მიტროპოლიტი მეუფე იოსები უძღვებოდა. გურიის სამხარეო ადმინისტრაციამ, ოზურგეთის საკრებულომ, მერიამ და ოზურგეთის დრამატულმა თეატრმა ალილოს მონაწილეებს სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის საჩუქრები გადასცეს.