ფოთში 24 წლის კაცს ეძებენ. ახლობლების თქმით, გოგა თავბერიძე სახლიდან 4 იანვარს გავიდა და რამდენიმე დღეა მის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ.
დაკარგულის ნათესვებს არ აქვთ ვერსია, სად შეიძლება იმყოფებოდეს ახალგაზრდა მამაკაცი. შსს-ს ინფორმაციით კი, გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.