24 აპრილი 2024,   00:35
ვრცლად
ექიმები ვირუსულ პიკს იანვრის ბოლოს ელოდებიან - გრიპით დაავადებულთა მიმართვიანობა კლინიკებში გაზრდილია

ქუთაისში სეზონური გრიპით დაავადებულთა მიმართვიანობა გაზრდილია. ინფორმაციას ადგილობრივი კლინიკები ადასტურებენ.

ექიმები ყურადღებას რამდენიმე პაციენტის გართულებულ მდგომარეობაზე ამახვილებენ და მოქალაქეებს აფრთხციელებენ - შესაბამისი სიმპტომების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში გართულებები გარდაუვალია.

ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი კახაბერ იშხნელი აცხადებს, რომ კლინიკის ერთი ნაწილი გრიპით დაავადებული პაციენტებით არის გადავსებული. მისი თქმით, სიმპტომების შემთხვევაში აუცილებელია პაციენტმა მიმართოს ექიმს.

"კლინიკის ერთი ნაწილი გადავსებულია, ვახერხებთ, როგორც სტაციონალური ასევე ამბულატორიული პაციენტების მკურნალობას, რადგან ვირუსი არ არის აგრესიული ხასიათის მატარებელი,"- განაცხადა კახაბერ იშხნელმა.

ექიმები ვარაუდობენ, რომ ვირუსის აფეთქება რამდენიმე კვირაში ისევ მოსალოდნელი იქნება.

"მედიქალ სითის" განყოფილების უფროსი ნუგზარ მაღლაკელიძე აცხადებს, რომ ვირუსული პიკი მოსალოდნელია იანვრის ბოლოს.

"პიკს ველოდებით იანვრის ბოლოსკენ ამ ეტაპზე ვუმკლავდებით პაციენტებსაც და ჯერჯერობით იკლო მომართვიანობამ," აღნიშნა ნუგზარ მაღლაკელიძემ.

დღის ამბები