თეთნულდზე დაშავებული ჩეხი ტურისტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 40 წლამდე მამაკაცს, რომელიც ზვავის ჩამოწოლის დროს დაშავდა, მსუბუქი დაზიანებები კიდურებზე აღენიშნება.
როგორც ექიმი გეგი გულედანი აღნიშნავს, ტურისტს სერიოზული და სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები არ ჰქონდა.
"ბრიგადამ შემოიყვანა ჩეხეთის მოქალაქე, რომელსაც მოტეხილობა ჰქონდა, სხვა დაზიანებები პაციენტს არ აღენიშნებოდა და მალევე გაიწერა,"- განაცხადა გეგი გულედანმა.
ინფორმაციას დაკარგული ტურისტების შესახებ, შესაბამისი სამსახურები ჯერჯერობით არ ავრცელებენ. სამძებრო სამუშაოები კი დილიდან უკვე განახლდა. ზვავი მესტიაში გუშინ ჩამოწვა.