გიგი უგულავას ე.წ. მატროსოვის ციხეში ადვოკატი მოინახულებს, ბექა ბასილაია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკვე მივიდა.
ადვოკატის თქმით, მათ გიგი უგულავას დაკავების მოლოდინი ნამდვილად ჰქონდათ.
"გიგის პირველი დღეა ციხეში, მისი მესამე დაკავებიდან ის აქ ბევრად თავისუფალია ვიდრე ბიძინას მანტიამოსხმული ჯალათები, რომლებიც პირდაპირ დავალების საფუძველზე მოქმედებენ.
ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილებები, რომელიც პოლიტიკურ საქმეებზე იქნება მიღებული, იქნება არალეგიტიმური, რადგან მთელი საზოგადოებისთვის და მეგობარი ქვეყნებისთვის ნათელია, რომ ბიძინა ივანიშვილის საქმეებზე გადაწყვეტილებები არ მიიღება სასამართლოში, არამედ მიიღება სადღაც სოროებში ბიძინა ივანიშვილის დიქტატით," - განაცხადა ბექა ბასილაიამ.