18 ნოემბერი 2024,   12:46
ვრცლად
კელი დეგნანი საქართველოში ჯანდაცვისა და შრომის უსაფრთხოების საკითხებით დაინტერესდა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აშშ-ს ახლად დანიშნულ ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა. აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჯანდაცვისა და შრომის უსაფრთხოების საკითხებით დაინტერესდა.

კელი დეგნანმა კორონავირუსთან დაკავშირებულ სიტუაციაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ კუთხით არსებულ გამოწვევებს, საქართველო ძალიან ეფექტურად ართმევს თავს. საუბარი შეეხო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამასაც, ელჩის თქმით, საქართველოს აქვს დიდი შანსი გახდეს პირველი ქვეყანა, სადაც С ჰეპატიტის ელიმინაცია მოხდება.

დღის ამბები