18 აპრილი 2024,   20:55
ვრცლად
კორონავირუსი თუ სეზონური გრიპი - ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქის ანალიზის პასუხები დღეს გახდება ცნობილი

კორონავირუსი თუ სეზონური გრიპი - ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ახალგაზრდის ანალიზის პასუხები დღეს გახდება ცნობილი.

ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქე, 19 წლის მამაკაცი კლინიკაში, ბოქსირებულ განყოფილებაში გუშინ მოათავსეს. პაციენტის ინფორმაციით, ის ავად ჩინეთში ყოფნის პერიოდში გახდა, ადგილზე ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები და კორონავირუსი არ დაუდასტურდა. თუმცა, დაბალი ტემპერატურის გამო საავადმყოფოს მაინც მიმართა.

საავადმყოფოში დროებით რჩება ასევე 26 წლის ქალი, რომელსაც კვლევის პასუხებით კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

"შემოვიდა ერთი 26 წლის ახალგაზრდა ქალი ჩინეთიდან. აუღეს ნაცხი ხახიდან. არც გრიპის ვირუსები აღმოჩნდა და არც კორონავირუსი არ აღმოჩნდა.

მეორე შემოვიდა ახალგაზრდა ვაჟი, 19 წლის. ამ ახალგაზრდას არ აქვს პნევმონია, არ აქვს სუნთქვის გაძნელება და სხვა კლინიკური ნიშნები და თუ მას დავუჯერებთ, ჩინეთში ის უკვე გამოიკვლიეს ამ კორონავირუსზე, სავარაუდოდ არ უნდა ჰქონდეს," - აცხადებს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.

დღის ამბები