08 სექტემბერი 2026,   04:03
ვრცლად
ლაგოდეხის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ერთი პირი საკარანტინო სივრცეში მოათავსეს

ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან, გვიან ღამით, საქართველოს ერთი მოქალაქე საკარანტინო სივრცეში მოათავეს.

უცხო ქვყნის მოქალაქეს კი, რომელსაც ტემპერატურა ჰქონდა, ქვეყანაში შემოსვლის უფლება არ მისცეს.

ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი ადასტურებს.  ნელი ხიზანიშვილის თქმით, ქალს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება, თუმცა ის იმყოფებოდა ირანში. პროტოკოლის მიხედვით, საინკუბაციო დროის გასვლამდე მას სპეციალისტეები დააკვირდებიან.

ამასთან, ლაგოდეხის საბაჟო გამშვებ პუნქტზე შემოსულ მგზავრებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგემელი ამოწმებს.

განსაკუთრებული ყურადღება ექცევათ მოქალაქებს, რომლებიც ბოლო დროს იმ ქვეყნებში იმყოფებოდნენ, სადაც კორონავირუსი დაფიქსირდა

დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილება საგანგებო რეჟიმით მუშაობს.

დღის ამბები