08 სექტემბერი 2026,   06:21
ვრცლად
საჩხერეში კარანტინში მყოფი მოქალაქეები სასტუმროს დღეს დატოვებენ

საჩხერეში, კარანტინში მყოფი მოქალაქეები სასტუმროს დღეს დატოვებენ.

ამ დროისთვის, სასტუმროში ჩინეთიდან გადმოყვანილი 34 მოქალაქიდან 23 იმყოფება. ნაწილმა სასტუმრო რამდენიმე დღის წინ დატოვა და თვითიზოლაციაში, საკუთარ ბინებზე გაეწერა.

სასტუმროს სამედიცინი ცენტრის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არც ერთ მათგანს აღენიშნება.

სახლებში დასაბრუნებლად ტრანსპორტირებას სასტუმრო უზრუნველყოფს. მოქალაქეები სასტუმროში 21 თებერვალს შევიდნენ.

მიხეილ ქამუშაძის თქმით, ამ დროისთვის დამატებით მოქალაქეების მიღებაზე არ აქვთ ინფორმაცია, თუმცა ამისთვის მზად არიან.

დღის ამბები