კერძო ბაღებთან მიმართებით სააღმზრდელო პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით მოთხოვნა გამკაცრდება - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის თქმით, გადაწყვეტილება შესაბამისმა უწყებებმა ქვეყანაში არსებული ახალი კორონავირუსის მდგომარეობის გამო მიიღეს.
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თუ რა კონკრეტულ ზომებს მიიღებენ, პრემიერ-მინისტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრებს.
"არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მათ მიმართ (გულისხმობს კერძო ბაღებს), რა თქმა უნდა, მოთხოვნა გამკაცრდება. აქედან ყველანი პრემიერთან შეხვედრაზე მივდივართ. შესაბამისად, იქ იქნება ქალაქის მერი, განათლების მინისტრიც, დამატებით ზომებს მივიღებთ და გავაკეთებთ კომენტარს", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის 9 შემთხვევაა დადასტურებული. კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის სასწავლო პროცედურის შეჩერების თაობაზე რეკომენდაცია გაეწიათ ბაღებს, სკოლებს და უნივერსიტეტებს.