ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში სამი პაციენტი შეიყვანეს, რომელთაც მაღალი ტემპერატურა და ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღენიშნებათ. პაციენტებს შორის ორი მებაჟე, ხოლო ერთი მოგზაურობაში მყოფი მამაკაცია. სამივე მათგანის ანალიზის ნიმუშები კვლევისთვის ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი და შედეგები სავარაუდოდ ხვალ იქნება.
შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ არც ერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.