08 სექტემბერი 2026,   04:16
ვრცლად
კორონავირუსით დაინფიცირებულებიდან 2-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა

ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა უცვლელია. 13 დაინფიცირებულიდან 12 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ორი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ერთს ორმხრივი ფილტვების ანთება დადასტურებული აქვს. ანალოგიურ მდგომარეობაშია, სავარაუდოდ, მეორე პაციენტიც.

ლუგარის ლაბორატორიიდან დღეს 6 პირის პასუხს ელოდებიან. კარანტინის რეჟიმში რჩება 127 პაციენტი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის 58 ადამიანი. ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია.

დღის ამბები