შედარებით მძიმე რჩება კორონავირუსით დაინფიცირებული ერთი პაციენტის მდგომარეობა - მას მაღალი სიცხე და ორმხრივი პნევმონია აღენიშნება.
ანალოგიური სიმპტომები აქვს კიდევ 3 დაავადებულს. ექიმები თვლიან, რომ მდგომარეობა კონტროლირებადია და ჯანმრთელობის საფრთხე არ არსებობს.
ამ დროისთვის უცვლელი რჩება დაინფიცირებულთა რაოდენობა - 15 დადასტურებული შემთხვევიდან ერთის გარდა, ყველა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს.
ლუგარის ლაბორატორიიდან დღეს 8 ან 9 პირის პასუხს ელოდებიან. კარანტინის რეჟიმში რჩება 178 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 56. ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის
თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, სულ საქართველოში 15 ინფიცირებული პაციენტია.
"სულ არის 14 ინფიცირებული პაციენტი ჩვენთან და ერთი არის საჩხერეში. პაციენტებს აქვთ ორმხრივი პნევმონია და მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.