18 ნოემბერი 2024,   16:27
ვრცლად
განვიხილეთ ყველა ღონისძიება, რომ დაავადების შიდა გადაცემა დროში მაქსიმალურად გაიწელოს - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭო ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების საფრთხე შემცირდეს.

"საკოორდინაციო საბჭოს სხდომები ინტენსიურად იმართება. დღევანდელ შეხვედრაზე ლაპარაკი იყო ქვეყანაში არსებულ ეპიდემიურ სიტუაციაზე, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებში არსებულ სიტუაციაზე.

განვიხილეთ ყველა ის ღონისძიება, რაც შესაძლებელია საქართველოს მთავრობამ გადადგას იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად დაცული იყოს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და რამენაირად მოხერხდეს, რომ ამ დაავადების შიდა გადაცემა მაქსიმალურად დროში გაიწელოს," - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

დღის ამბები