18 ნოემბერი 2024,   15:58
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ინფიცირებულთა რაოდენობა ამ დროისთვის 25-ს შეადგენს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეს შემთხვევაც იტალიასთან არის დაკავშირებული, მიმდინარეობს ჩარღმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა. 

პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული.

კარანტინის რეჟიმში ქვეყნის მასშტაბით 295 ადამიანი იმყოფება, სტაციონარებში კი 49 ადამიანია მოთავსებული. 

დღის ამბები